მოლარე

19 სექტემბერი - 20 ოქტომბერი

კომპანია "აგროჰაბი" ახალი ფილიალისთვის ბათუმში აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** რეალიზაციის აღრიცხვა პროგრამაში;
** სალარო აპარატთან და ტერმინალთან მუშაობა;
** სალარო აპარატის გამართულობის უზრუნველყოფა;
** ფულის დაცულობის უზრუნველყოფა;
** დადგენილი პერიოდულობით სალაროში არსებული თანხის გადათვლა და აღრიცხვა;
** ფინანსური გადაცდენების შემთხვევაში მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
** მაღაზიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა Apex - ის ცოდნა;
** MS Office პროგრამების მომხმარებელის დონეზე ფლობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** პრობლემების დროულად და მშვიდად გადაჭრის უნარი;
** ლოგიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. 121/ჯავახიშვილის ქ. 64

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: vacancy@agrohub.ge 2019 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!