მარკეტის მენეჯერი

20 სექტემბერი - 25 ოქტომბერი

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტის მენეჯერის პოზიციაზე.

"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო დარბაზში არსებული ყოველდღიური პროცესების მართვა და დაგეგმვა.
** მომხმარებლებისთვის გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** არმ. მენეჯერთან ერთად სავაჭრო დარბაზის საკადრო პოლიტიკის კონტროლი;
** მის დაქვემდებარებულ პირებთან კომუნიკაცია და მათი მენეჯმენტი.
** გაყიდვების დღიური რაოდენობების სწორად დაგეგმვა (სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე)
** არსებული შიდა და გარე დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი.
** ვალდებულია აკონტროლოს დარბაზში სარეალიზაციოდ მომზადებული პროდუქტის ხარისხი;
** მარკეტის გამართულად მუშაობისთვის აუცილებელი პროცედურების მართვა, კონტროლი;
** მარაგების დაგეგმვა, მართვა, კონტროლი;
** ვალდებულია ზედმიწევნით შეასრულოს კომპანიის მენეჯმენტის მიერ გაწერილი პროცედურები, სადაც მისი პასუხისმგებლობა ვლინდება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** გუნდის მართვის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურობის უნარი;
** რისკების შეფასება-ანალიზის უნარი;
** დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი.
** ლოგიკური აზროვნება
** დროის მენეჯმენტი

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. 121/ჯავახიშვილის ქ.64

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე vacancy@agrohub.ge 2019 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!