კონსულტანტი

19 სექტემბერი - 20 ოქტომბერი

კომპანია "აგროჰაბი" ახალი ფილიალისთვის ბათუმში აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორატიული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
** თაროების და საქონლის სისუფთავეზე ზრუნვა;
** დახლ-მაცივრების გაწმენდა და დასუფთავება, სპეციალურად მათთვის განკუთვნილი სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებებით;
** ვადების კონტროლი;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და მათთვის შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება, კონსულტაციის გაწევა;
** სასწორთან მუშაობის შემთხვევაში შიდა კოდების ცოდნა;
** თავის სექციაში ოპტიმალური მარაგების კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ლოგიკური აზროვნება

სამუშაო გრაფიკი:

** დღეგამოშვებით, სრული;
** ყოველდღიური, ნახევარი განაკვეთით;

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. 121/ჯავახიშვილის ქ. 64

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე vacancy@agrohub.ge 2019 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!