ყასაბი

30 ნოემბერი - 30 დეკემბერი

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) ქალაქ თბილისში მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსიები ყასბის პოზიციებზე.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთ-ერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითრებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 40 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფური, როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს ყასბის პოზიციაზე.

სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის, დაინტერესებულ და მოტივირებულ კანდიდატებს კომპანია შესაძლებლობას აძლევს ადგილზე დაეუფლონ ახალ პროფესიას.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** სხვადასხვა სახეობის ხორცის დამუშავება, დაჭრა და დახლზე განსათვსებლად მომზადება;
** ხორცისგან სხვადასხვა სახის მზა პროდუქციის მომზადება;
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;
** დაფასოებულ პროდუქციაზე საფასო იარლიყების კონტროლი;
** დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა, ხარისხის და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით დაცვით.

მოთხოვნები:

** ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვა;
** კლიენტთა მომსახურების უნარ-ჩვევები;
** შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ქართული ენის ცოდნა;
** კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი;
** მზადყოფნა იმუშაოს დაბალი ტემპერატურის პირობებში.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.comარაუგვიანეს 2018 წლის 7 დეკემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ყასაბი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!