ხორცის, თევზის დამუშავების სპეციალისტი

06 დეკემბერი - 06 იანვარი
"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი "Majid Al Futtaim Retail"-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში სადაც 43, 000 ადამიანია დასაქმებული.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური") აცხადებს ვაკანსიების საახალწლოდ, როგორც მუდმივი, ასევე დროებითი დასაქმების მსურველთათვის, შემდეგ პროფესიულ მიმართულებებზე:

1. ხორცის დამუშავების სპეციალისტი;
2. თევზის დამუშავების სპეციალისტი.

სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. დაინტერესებულ და მოტივირებულ კანდიდატებს კომპანია შესაძლებლობას აძლევს ადგილზე დაეუფლონ ახალ პროფესიას.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათი მოთხოვნების მიხედვით;
** სხვადასხვა სახეობის ხორცის ან თევზის დამუშავება და დახლზე განსათავსებლად მომზადება;
** ხორცისგან ან თევზისგან სხვადასხვა სახის მზა პროდუქციის მომზადება;
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;
** დაფასოებულ პროდუქციაზე საფასო იარლიყების კონტროლი;
** დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა, ხარისხის და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით.

მოთხოვნები:

** მოტივაცია და მონდომება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com ან გადადით ბმულზე და მიუთითეთ თქვენი მობილურის ნომერი: https://docs.google.com/forms/d/1wlcd89umfBOh-3XIS8eA4Jek9gmZdzDDN8HO43WPv1E/edit

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!