ტექნიკოსი

05 ივლისი - 05 აგვისტო

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი "Majid Al Futtaim Retail"-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში, სადაც 42, 000 ადამიანია დასაქმებული. 
ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. 

"კარფური" ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით, ხოლო დღეისათვის საქართველოში 13 მაღაზიით არის წარმოდგენილი. 2018 წლის მონაცემებით "კარფური" საქართველოს ბაზრის ლიდერია საცალო ვაჭრობის სფეროში. 

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას. 

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" (კარფური) გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს ტექნიკოსის პოზიციებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ელექტრო-ტექნიკური სისტემების/დანადგარების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი; 
** ტექნიკური სამუშაოები: სამღებრო, სანტექნიკა;
** გათბობა-გაგრილების სისტემების კონტროლი;
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დროული აღმოფხვრა;
** ხელმძღვანელის მიერ ყოველდღიური დავალებებისა და მითითებების შესრულება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ სფეროში;
** 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია სანტექნიკური სამუშაოებისა და სამღებრო სამუშაოების გამოცდილება;
** გათბობა-გაგრილების სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ, განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com და წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკოსი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.