სტაჟიორი

14 ივნისი - 23 ივნისი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი "Majid Al Futtaim Retail"-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში სადაც 42, 000 ადამიანია დასაქმებული. 

ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. 
"კარფური" ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით, ხოლო დღეისათვის საქართველოში 14 მაღაზიით არის წარმოდგენელი. 2018 წლის მონაცემებით "კარფური" საქართველოს ბაზრის ლიდერია საცალო ვაჭრობის სფეროში. 

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალი და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას. 

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საცალო ვაჭრობის სფეროში თავის დამკვირდებით, სთავაზობს სწავლისა და განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას HHH (Heavy Household) სტაჟიორის პოზიციაზე. სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, თუმცა მოტივირებულ ახალგაზრდებს 3 თვის განმავლობაში მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, გახდნენ პროფესიონალთა ჯგუფის წევრი და მიიღონ მრავალმხრივი გამოცდილება საერთაშორისო საცალო გაყიდვების კომპანიაში. 

ძირითადი ფუნქციები:

** მონაცემთა ბაზებში მუშობა - ინფორმაციის შეყვანა და განახლება
** კატეგორიის მენეჯერისთვის დახმარება სხვადასხვა სახის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში (პროდუქციის შესყიდვისა და გაყიდვის დაგეგმვისა და შესრულების პროცესში)

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (წერა, საუბარი, მეტყველება);
** Excel -ის ცოდნა საბაზისო დონეზე;
** მონდომება და მაღალი მოტივაცია.

თუ თვლით, რომ თქვენი ინტერესი შეესაბამება ჩვენს მოლოდინებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com არა უგვიანეს 2019 წლის 23 ივნისისა

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "HHH სტაჟიორი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!