საწყობის თანამშრომელი

30 სექტემბერი - 30 ოქტომბერი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი "Majid Al Futtaim Retail"-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში სადაც 42, 000 ადამიანია დასაქმებული.

ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
"კარფური" ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით, ხოლო დღეისათვის საქართველოში 14 მაღაზიით არის წარმოდგენლი. 2018 წლის მონაცემებით "კარფური" საქართველოს ბაზრის ლიდერია საცალო ვაჭრობის სფეროში.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს საწყობის თანამშრომლის პოზიციებზე.

ძირითდი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, დათვლა, აღრიცხვა;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი;
** პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა;
** კომპანიის სტანდარტების დაცვით მუშაობა.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის თანამშრომელი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!