საქონლის მიმღები - დროებითი თანამშრომელი - ვარკეთილი,დირომი

21 მარტი - 21 აპრილი

მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფურ საქართველო მოხარულია გამოაცხადოს დროებითი ვაკანსია საქონლის მიმღების პოზიციაზე (ვარკეთილი).

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთ-ერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.
მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფური, როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფურ საქართველო წინასააღდგომო პერიოდში, გთავაზობთ დასაქმების შესაძლებლობას და აცხადებს დროებითი ვაკანსიას დამხმარე საქონლის მიმღების პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, დათვლა, აღრიცხვა;
** პროდუქციის ვადების კონტროლი; 
** პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი; 
** პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა;
** კომპანიის სტანდარტების დაცვით მუშაობა.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
** ორგანიზებული; 
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.comარა უგვიანეს 2018 წლის 5 აპრილისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დროებითი საქონლის მიმღები (ვარკეთილი)", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!