პურის და ხაჭაპურის მცხობელი

06 დეკემბერი - 06 იანვარი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი "Majid Al Futtaim Retail"-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში სადაც 43 000 ადამიანია დასაქმებული.

"კარფური", როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური") აცხადებს ვაკანსიების საახალწლოდ, მცხობლის პოზიციაზე, როგორც მუდმივი, ასევე დროებითი დასაქმების მსურველთათვის.

სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის; დაინტერესებულ და მოტივირებულ კანდიდატებს კომპანია შესაძლებლობას აძლევს ადგილზე დაეუფლონ ახალ პროფესიას.

ძირითადი მოვალეობები:

** შოთი პურის ან ხაჭაპურის ყოველდღიურად მომზადება;
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;
** დახლების რეგულარულად შევსება;
** დაფასოებულ პროდუქციაზე საფასო იარლიყების კონტროლი;
** ინგრედიენტების მარაგების კონტროლი.

მოთხოვნები:

** მოტივაცია და მონდომება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com ან გადადით მითითებულ ლინკზე და მიუთითეთ თქვენი მობილურის ნომერი: https://docs.google.com/forms/d/1wlcd89umfBOh-3XIS8eA4Jek9gmZdzDDN8HO43WPv1E/edit

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!