მოლარე

17 აპრილი - 17 მაისი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი "Majid Al Futtaim Retail"-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში სადაც 42,000 ადამიანია დასაქმებული. 

ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. 
"კარფური" ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით, ხოლო დღეისათვის საქართველოში 13 მაღაზიით არის წარმოდგენლი. 2018 წლის მონაცემებით "კარფური" საქართველოს ბაზრის ლიდერია საცალო ვაჭრობის სფეროში. 

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალიადა კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათახელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასადა კარიერულ წინსვლას. 

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" (კარფური) გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს მოლარის პოზიციებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთათვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.

მოთხოვნები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
** სასურველია მოლარედ მუშაობის გამოცდილება;
** მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი;
** ქართული ენის ცოდნა.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!