მოლარე-კონსულტანტი

23 დეკემბერი - 23 იანვარი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი "Majid Al Futtaim Retail"-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში სადაც 43, 000 ადამიანია დასაქმებული.

ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

"კარფური" ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით, ხოლო დღეისათვის საქართველოში 14 მაღაზიით არის წარმოდგენილი. 2018 წლის მონაცემებით "კარფური" საქართველოს ბაზრის ლიდერია საცალო ვაჭრობის სფეროში.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"Carrefour Georgia" ხსნის ახალ ფილიალს ლისზე (ლისი ვერანდა; ნეკერჩხლის ქუჩა #2)

კომპანია გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს ახალი ფილიალისთვის, მოლარე-კონსულტანტის პოზიციებზე.

ძირითდი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება (როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში);
** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და განახლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება

მოთხოვნები:

მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი
ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ახალი ფილიალის დასახელება - "ლისი". ან გადადით მითითებულ ლინკზე და მიუთითეთ თქვენი მობილურის ნომერი: https://docs.google.com/forms/d/1OkuI8yU1cjvpF2V6KqPT8TA3fuEbOVdwH0PSyv10PN0/edit

გისურვებთ წარმატებებს!