კონსულტანტი, მოლარე

17 ივლისი - 17 აგვისტო

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია გამყიდველ-კონსულტანტის პოზიციაზე საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტრონიკის განყოფილებაში.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთ-ერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითრებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური), როგორც დამსაქმებელი იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტი ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას გამყიდველ-კონსულტანტის პოზიციაზე საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტრონიკის განყოფილებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და მათთვის შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა და მომხმარებლისთვის გაყიდვების შემდგომი სერვისის შეთავაზება;
** მომხმარებლისთვის ნივთის ექსპლუატაციის წესების ახსნა;
** მომხმარებლისთვის ინვოისის და სასურველი ნივთის მომზადება;
** შეძენილი პროდუქციის ადგილზე მიწოდების შემთხვევაში, შესაბამის მომწოდებელთან დაკავშირება;
** თაროებზე საქონლის განახლება, ახალი პროდუქციის განთავსება;
** საწყობის და დახლების სისუფთავის გაკონტროლება და პროდუქტების განლაგების, ხარისხის, უსაფრთხოების ნორმების დაცვა/შემოწმება;
** ფასების, იარლიყებისა და საორიენტაციო ნიშნების კონტროლი და მათი სწორად განთავსება;
** პროდუქციის შესაბამის ადგილას განთავსება და მისი სათანადოდ შენახვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (აუცილებელია);
** დარგის ცოდნა და შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კარგი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** კლიენტთა მომსახურების უნარ-ჩვევები;
** მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი;
** მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და შრომისმოყვარეობა.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გამყიდველ-კონსულტანტი საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტრონიკის განყოფილებაში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.