კონსულტანტი, მოლარე, შემფუთველი

15 ნოემბერი - 15 დეკემბერი

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური") გთავაზობთ დასაქმებას საახალწლო პერიოდში, დროებითი თანამშრომლის პოზიციაზე, შემდეგი მიმართულებებით:

1. სხვადასხვა სექციის კონსულტანტი

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათთვის სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება, როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში;
** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება.

2. მოლარე

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.

3. შემფუთველი

მოვალეობები:

** საახალწლო კალათების აწყობა-შეფუთვა
** შესაბამისი პროდუქციის გამოტანა, დახარისხება/დაწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** თავაზიანი მომსახურების უნარი.

წარმატებული თანამშრომლები, დროებითი თანამშრომლობის შემდგომ, დასაქმდებიან შესაბამის სექციებში მუდმივი კონტრაქტის პირობებით.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com და წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ "დროებითი თანამშრომელი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!