HR სტაჟიორი

24 ივლისი - 24 აგვისტო

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი "Majid Al Futtaim Retail"-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში სადაც 42, 000 ადამიანია დასაქმებული. 

ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. 

"კარფური" ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით, ხოლო დღეისათვის საქართველოში 14 მაღაზიით არის წარმოდგენელი. 2018 წლის მონაცემებით "კარფური" საქართველოს ბაზრის ლიდერია საცალო ვაჭრობის სფეროში. 

"კარფური", როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას. 

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური") მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ადამიანური რესურსების სფეროში თავის დამკვიდრებით, სთავაზობს სწავლისა და განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას HR სტაჟიორის პოზიციაზე, ადამიანური კაპიტალის დეპარტამენტში.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, თუმცა მოტივირებულ ახალგაზრდებს 3 თვის განმავლობაში მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, გახდნენ პროფესიონალთა ჯგუფის წევრი და მიიღონ მრავალმხრივი გამოცდილება საერთაშორისო საცალო გაყიდვების კომპანიაში. 

თუ თვლით, რომ თქვენი ინტერესი შეესაბამება ჩვენს მოლოდინებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.comარაუგვიანეს 2019 წლის 1 აგვისტოსი. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "HR სტაჟიორი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!