დროებითი კონსულტანტი თევზის, ზღვის პროდუქტების სექციაში - ვარკეთილ,დირომი

21 მარტი - 21 აპრილი

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) ქალაქ თბილისში მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსიები დროებითი კონსულტანტის პოზიციებზე თევზისა და ზღვის პროდუქტების სექციაში (ვარკეთილი).

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთ-ერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი, როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და წინასააღდგომო პერიოდთან დაკავშირებით აცხადებს ვაკანსიებს დროებითი დამხმარე კონსულტანტის პოზიციებზე თევზისა და ზღვის პროდუქტების სექციაში.

ძირითადი მოვალეობები და პირობები:

** 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი
** კვირა-მონაცვლეობითი სამუშაო გრაფიკი (დილის და საღამოს)
** ანაზღაურება-ნამუშევარი დღეების შესაბამისად
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** სხვადასხვა სახეობის თევზის დამუშავება, დაჭრა და დახლზე განსათავსებელად მომზადება;
** თევზისგან სხვადასხვა სახის მზა პროდუქციის მომზადება;
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;
** დაფასოებულ პროდუქციაზე საფასო იარლიყების კონტროლი;
** დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა, ხარისხის და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით დაცვით.
** მზადყოფნა იმუშაოს დაბალი ტემპერატურის პირობებში.

მოთხოვნები:

** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი; 
** თავაზიანი მომსახურების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.comარა უგვიანეს 2018 წლის 5 აპრილისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დროებითი კონსულტანტი თევზისა და ზღვის პროდუქტების სექციაში (ვარკეთილი)", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!