დეკორატორი

09 დეკემბერი - 17 დეკემბერი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი არის "Majid Al Futtaim Retail" - სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში, სადაც 43, 000 ადამიანია დასაქმებული.

ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

"კარფური" ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით, ხოლო დღეისათვის საქართველოში 14 მაღაზიით არის წარმოდგენილი. 2018 წლის მონაცემებით "კარფური" საქართველოს ბაზრის ლიდერია საცალო ვაჭრობის სფეროში.

"კარფური", როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური") ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს დეკორატორის პოზიციებზე "ისთ ფოინთის" ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის დეკორირების კონცეფციის გათვალისწინებით, საჭირო ვიზუალური მასალის შექმნა და განახლება
** პოსტერების ბეჭდვა, დაჭრა და ლამინირება
** დეკორაციის მენეჯერის დახმარება მაღაზიის დეკორირებაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერული პროგრამების: Corel Draw, Adobe Photoshop, Adobe Illustrator სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ, განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com 2019 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დეკორატორი".

გისურვებთ წარმატებას!