დამხმარე საცხობში - დროებითი თანამშრომელი - ვარკეთილი,დიღომი

21 მარტი - 21 აპრილი

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" (კარფური) ქალაქ თბილისში მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია საცხობში დროებითი დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე ვარკეთილში.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი" ერთ-ერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი" წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. "მაჯიდ ალ ფუტაიმ" საცალო გაყიდვები მართავს "კარფურის" ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფური", როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" (კარფური) გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას საცხობში დროებითი დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** საცხობში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა; 
** მცხობელის დახმარება;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: 8 სთ, მოუწევთ ღამის ცვლაშიც მუშაობა.
** ანაზღაურება - ნამუშევარი დღეების შესაბამისად.
** ღამის საათებში თანამშრომლების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია. 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com არა უგვიანეს 2018 წლის 5 აპრილისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ "დროებითი დამხმარე საცხობში (ვარკეთილი)", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!