სერვისის მრჩეველი

03 დეკემბერი - 03 იანვარი

დასაქმების კომპანია "ეიჩარ პარტნერსი" (http://www.hrpartners.ge), კონტრაქტორი კომპანიის დაკვეთით, აცხადებს ვაკანსიას სერვისის მრჩევლის პოზიციაზე. 

დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს ერთ-ერთი ცნობილი ავტო ბრენდის ახალ დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს.  კომპანია 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.

განაკვეთი: სრული განაკვეთი (09:30-დან 18:30-მდე, შაბათი  09:30-დან 18:00-მდე)

ძირითადი მოვალეობები:

** ცენტრში შემოსული სერვისის მომხმარებლების მიღება "ტოიოტას" სტანდარტების შესაბამისად;
** მომხმარებლის მიერ სერვისის შესახებ მოწოდებული უკუკავშირის აღრიცხვა/დოკუმენტირება
** მომხმარებლების საჭიროებების სრულყოფილად გარკვევა და შესაბამისი მომსახურებების შეთავაზება;
** ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაცია და სერვისში შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ვადების  კონტროლი;
** სამუშაოების პროგრესის შესახებ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** მომსახურებასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის წარმოება;
** მონაცემთა ბაზების მართვა და მონიტორინგი;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** სერვისის მიმართულების რეალიზაციის ზრდის სტიმულირება;
** ახალი ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების რეალიზაციის ზრდის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა მინიმუმ A2-ის დონეზე
** MS Office-ის პროგრამების მინიმუმ დამწყებ საფეხურზე ფლობა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy.hrpartners3@gmail.com არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა.  გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ "სერვისის მრჩეველი".