მოლარე-ოპერატორი

03 დეკემბერი - 03 იანვარი

დასაქმების კომპანია "ეიჩარ პარტნერსი" (http://www.hrpartners.com), კონტრაქტორი კომპანიის დაკვეთით, აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:30-დან 18:30-მდე, შაბათი  09:30-დან 18:00-მდე)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერა;
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;  
** სალაროს წიგნის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკური ან ფინანსების მიმართულებით);
** მოლარე-ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სხარტი აზროვნება და სწრაფად ათვისების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და სამუშაოს ზუსტად შესრულების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე 2018 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით გადმოაგზავნოთ, შემდეგ მისამართზე: vacancy.hrpartners5@gmail.com და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.