კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

03 დეკემბერი - 03 იანვარი

დასაქმების კომპანია "ეიჩარ პარტნერსი" (http://www.hrpartners.com), კონტრაქტორი კომპანიის დაკვეთით, აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

დამსაქმებელი გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. კომპანია 2012 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს გარემოზე ორიენტირებულ, უმაღლესი ხარისხის პროდუქციას იტალიიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, სლოვენიიდან და უნგრეთიდან. კომპანია მსოფლიოს არა ერთი წამყვანი ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა/მონიტორინგი;
** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** შეხვედრების ორგანიზება;
** არსებულ კლიენტებთან მუშაობა;
** წარმატებული გაყიდვების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის რეალიზაციის გაზრდის უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიზნებისა და ამოცანების შესრულებაზე ზრუნვა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა, სამუშაოსთან დაკავშირებული  დავალებების შესრულება;
** შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო უფროსის მოთხოვნის შესაბამისად;
** დაკისრებული მოვალეობების პირნათლად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება: უპირატესობად ჩაითვლება მსგავსი სპეციფიკის გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
** ენების ცოდნა: ქართული, რუსული;
** კომპიუტერული პროგრამები: 1C, Microsoft Office.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დათქმულ დროზე შესრულების უნარი;
** სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე 2018 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით გადმოაგზავნოთ, შემდეგ მისამართზე: vacancy.hrpartners5@gmail.com და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.