სტაჟირება სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვების განყოფილებაში

17 მაისი - 17 ივნისი

სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს სტაჟირებას სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვების განყოფილებაში;

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (http://vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა ( MS Office);
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხიმგებოლბის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV) და ფოტო შემდეგ მისამართზე:

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
კოსტავას ქ. #67, 0171, თბილისი
ან ელ.ფოსტის მეშვეობით: jobs@gpih.ge 

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სტაჟიორი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2018 წლის 1 ივნისი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტესტირებასა და გასაუბრებრებაზე, კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.