საცალო გაყიდვების სპეციალისტი

22 აპრილი - 22 მაისი

სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე ქუთაისში.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები: 

** სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა ფიზიკურ პირებზე;
** ინდივიდუალური კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
** გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციაში მონაწილეობა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები: 

** სრული უმაღლესი განათლება;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობით;
** კომუნიკაბელურობა და აქტიურობა;
** საცალო გაყიდვების სპეციალისტის ანაზღაურება მოიცავს ფიქსირებულ ხელფასსა და ბონუსს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV), დიპლომის ასლი, თანდართული წერილი, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის დაინტერესებას პოზიციით და ზოგადად აღწერს მის შესაბამისობას პოზიციისადმი ელ.ფოსტის მეშვეობით: igureshidze@gpih.ge

გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ან თქვენს რეზიუმეში ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ საბუთები! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ იქნება განხილული.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2019 წლის 30 აპრილამდე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.