ოპერატორი

21 მარტი - 21 აპრილი

სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე კორპორატიული არხების განყოფილებაში.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** სადაზღვეო პოლისების დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;
** კომუნიკაცია პარტნიორ კომპანიებთან;
** დოკუმენტების დახარისხება და კონტრაქტების პროგრამული რეგისტრაცია;
** დებიტორული მონაცემების დამუშავება;
** სადაზღვეო პროგრამაში მუშაობა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა ( MS Office);
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი. 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV), და ფოტო შემდეგ მისამართზე:

ჯიპიაი ჰოლდინგი
კოსტავას ქ. #67, 0171, თბილისი
ან ელ.ფოსტის მეშვეობით: jobs@gpih.ge 

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელ. წერილის სათაურში ვაკანსიის დასახელება (ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ იქნება განხილული. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.