ოფისის მენეჯერი

11 აპრილი - 28 აპრილი

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის  პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (https://www.gpih.ge/gpih/) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი" ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** კორესპონდენციის წარმოება;
** ფოსტის მიღება-გაგზავნა;
** საორგანიზაციო სხვადასხვა საკითხის მოგვარება, შეხვედრების ორგანიზება;
** კომპანიაში შემოსულ სატელეფონო ზარების პასუხი, გადამისამართება;
** ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა, საქმის წარმოება;
** სადაზღვევო შიდა პროგრამაში მუშაობა;
** ​სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი  განათლება;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა ( MS Office);

ვაკანტური პოზიცია დროებითია, დაახლოებით სამუშაო პერიოდი განისაზღვრება - სამი თვიდან ექვს თვემდე ვადით.

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოფის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2019 წლის 28 აპრილი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.