გაყიდვების ჯგუფის უფროსი - ბათუმი

21 მარტი - 21 აპრილი

სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბათუმის გაყიდვების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი

პასუხისმგებლობები: 

** კორპორაციული კლიენტების მოძიება/მოზიდვა და მათთვის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება-გაყიდვა;
** კორპორაციული გაყიდვების გეგმის შესრულება;
** საცალო გაყიდვების სპეციალისტების მოზიდვა და საკუთარი ჯგუფის დაკომპლექტება;
** საცალო გაყიდვების სპეციალისტებით დაკომპლექტებული გაყიდვების ჯგუფის მართვა;
** ჯგუფის გაყიდვების კოორდინაცია და როგორც პირადი, ისე ჯგუფის ჯამური გაყიდვების გეგმის შესრულება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები: 

** სრული უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გუნდის მართვაში;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობით;
** კომუნიკაბელურობა და აქტიურობა;
** სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში (სასურველია თურქული ენის ცოდნა);
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail).

გაყიდვების ჯგუფის უფროსის ანაზღაურება მოიცავს ფიქსირებულ ხელფასსა და ბონუსს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV), დიპლომის ასლი, თანდართული წერილი, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის დაინტერესებას პოზიციით და ზოგადად აღწერს მის შესაბამისობას პოზიციისადმი ელ.ფოსტის მისამართზე: trainingcenter@gpih.ge და გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ან თქვენს რეზიუმეში იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ საბუთები! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მარტი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.