გაყიდვების დეპარტამენტის ასისტენტი

23 ივლისი - 23 აგვისტო

სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ასისტენტის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** გაყიდვების წარმომადგენლისთვის პრეზენტაციის მომზადება კომპანიაში არსებული ვადების და სტანდარტის დაცვით;
** კლიენტთან, სადაზღვევო პირობებზე შეთანხმების შემდგომ, ხელშეკრულების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა;
** ხელშეკრულების პროგრამულად აღრიცხვის და დადასტურების კონტროლი, კომპანიაში არსებული შიდა სტანდარტის შესაბამისად; 
** ხელშეკრულების განახლების პროცესის უზრუნველყოფა;
** დაზღვეული პირებისთვის მომსახურების გაწევა და საჭიროებების მოგვარება მთელი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** სასურველია სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და რუსულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (გაყიდვების დეპარტამენტის ასისტენტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2019 წლის 2 აგვისტო

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტესტირებისა და გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.