კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი

17 ოქტომბერი - 17 ნოემბერი

"გალფ ოილ ინტერნეშენალის" ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში - "სან პეტროლიუმ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;
ანაზღაურება: 2500 ლარი;

ძირითადი მოვალეობები:

** ფიზიკური ქსელის დაგეგმვა;
** ლოგიკური ტოპოლოგიის დაგეგმვა;
** ქსელური აპარატურის ინსტალაცია / გამართვა;
** არსებული ქსელური ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ქსელის ინფრასტრუქტურული ხარვეზების / პრობლემის აღმოჩენა და აღმოფხვრა;
** ქსელის და ქსელური მოწყობილობების მონიტორინგი;
** შიდა და გარე კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარება;
** ოფისებს შორის და პარტნიორ ორგანიზაციებთან დაცული კავშირის დამყარება;
** NGFW-ის ტიპის მოწყობილობების მართვა და მონიტორინგი;
** VOIP ინფრასტრუქტურის მართვა და მონიტორინგი;
** სასერვეროში არსებული ინფრასტრუქტურის 24/7 მუშაობის უზრუნველყოფა;
** სარეზერვო ასლების წარმოება;
** პროვაიდერებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** დოკუმენტაციის შექმნა და მუდმივი წარმოება;

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ქსელის ადმინისტრატორად;
** CCNP ან მსგავსი დონის სერთიფიკატი;
** Cisco, Hp, Mikrotik და სხვა მწარმოებლების ქსელურ აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება, BGP, EIGRP, OSPF, Load Balancing, IPv4 and IPv6, VRF, Route-map, PBR, VPN, NAT/PAT , MPLS Applications, IPsec VPN, Site-to-Site VPN, Remote-Access VPN, , AAA, NTP, Vlans. Trunks, Sanning tree , Link aggregation protocols, და ა.შ;
** მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, SNMP, NetFlow, Syslog, PRTG;
** ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოებებთან ადვილად შეგუებისა და სწრაფი შესწავლის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე კონცენტრირებულობა, მოკლე ვადებში რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე:
career@gulf-ge.com; გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;
ანიჭებთ შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით** .

* გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიაში" თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე [CV], ასევე, თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.