გალფ ოილ ინტერნეშენალის" ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში - "სან პეტროლიუმ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას კომპანიის საცალო ქსელში ავტოგასამართი სადგურის მენეჯერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
პოზიციის ძირითადი ამოცანები:
** ავტოგასამართ სადგურზე მოქმედი ბიზნესების (საწვავი, არანავთობპროდუქტები, მაღაზია) ყოველდღიური განვითარება, მართვა და კონტროლი;
** ნაღდი ფულის, საწვავის და სხვა მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა საგადასახადო კანონმდებლობასთან და დამსაქმებლის მითითებებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მომუშავე პერსონალის მართვა და კონტროლი;
** პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან და მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან;
** ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების და მოწყობილობების წესრიგის უზრუნველყოფა;
საგანმანათლებო და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში;
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის/ გუნდის ეფექტურად მართვის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ( MS Office პროგრამები);
** ენების ცოდნა: ქართული - მშობლიური, სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური, ლოგიკური და სხარტი აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა ;
** შემჭიდროვებულ ვადებში სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
** გაყიდვების გაზრდისათვის აუცილებელი უნარები
** ბიზნეს ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების უნარები;
** პრობლემების მარტივად გადაწყვეტის უნარი;
ჩვენი შემოთავაზებით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე [CV] ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: career@gulf-ge.com ან cv@gulf-ge.com 2017 წლის 19 აპრილამდე. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
** ეთანხმებით, შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;
** ანიჭებთ შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
** გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე [CV], ასევე, თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.
ავტოგასამართი სადგურის მენეჯერი - თბილისი, ბათუმი
04 აპრილი -
19 აპრილი