სოციალური მედიისა და კომუნიკაციების მენეჯერი

05 ივნისი - 05 ივლისი

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. 

"ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.
"ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი".

ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში. 

ჩვენ გთავაზობთ: 

პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას. 

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში. 

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია. 

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიისა და კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში. 

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალური მედიის კონტენტის განსაზღვრა
** Facebook გვერდის მართვა
** ბლოგების, სტატიების წერა და განთავსება Facebook_ზე 
** თანამშრომლებთან ინტერვიუების ჩატარება (ფოტომასალის, ინტერვიუს დამუშავება/განთავსება Facebook გვერდზე)
** ვაკანსიების დიზაინის შექმნა და განთავსება სოციალურ მედიაში
** კომპანიაში მიმდინარე ტრენინგებზე და სხვადასხვა აქტივობებზე პოსტების განთავსება სოციალურ მედიაში 
** კითხვარების შემუშავებაში და ანალიზში მონაწილეობის მიღება
** არსებული და წასული თანამშრომლების პერიოდული გამოკითხვა 
** თანამშრომელთა არამატერიალური მოტივაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება
** დაჯილდოვებისთვის საჭირო ინვენტარის (სიგელები, სერთიფიკატები) უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება სოციალური მედიის მართვის მიმართულებით
** სტატიების, ბლოგების წერის გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებული
** აქტიური
** განვითარებაზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დელატებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 10 ივნისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject6@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებას!