საწყობის მენეჯერი

12 სექტემბერი - 19 სექტემბერი

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ: პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს; ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის მიღების, შენახვისა და გაცემის პროცესების მართვა
** საქონლისა და მატერიალური ფასეულობების მარაგების კონტროლი
** დასაწყობებული პროდუქციის მიღება/გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება
** საქონლის, მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა
** აქტების საფუძველზე უკან მობრუნებული პროდუქციის კონტროლი
** წუნდებული პროდუქციის აღწერა
** სასაწყობო ოპერაციების აღრიცხვის სისწორის კონტროლი
** საწყობის თანამშრომლების საქმიანობის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საწყობის მენეჯერის პოზიციაზე
** სასურველია გამოცდილება სამშენებლო სფეროს მიმართულებით
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 19 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject2@gorgia.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!