იურისტი

12 აპრილი - 26 აპრილი

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. 

"ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში. 

ჩვენ გთავაზობთ პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას. 

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში. 

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია. 

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში
** სასარჩელო დოკუმენტაციის მომზადება
** კომპანიის წინაშე არსებული დავალინებების ამოღების მიზნით, სააღსრულებო ღონისძიებების წარმოების ინიცირება და მართვა
** დავის მხარეებთან, ასევე კომპანიის წინაშე ვადაგადაცილებული ვალდებულების მქონე პირებთან მოლაპარაკებების წარმოება
** სამართლებრივი დასკვნის მომზადება დასმულ საკითხებთან დაკავშირებით
** რეპორტინგი მენეჯმენტთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე
** გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმიანობაში
** სააღსრულებო და საპროცესო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა
** ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების (სამოქალაქო, ადმინსიტრაციული) დამადასტურებელი სერთიფიკატის ფლობა
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა

პიროვნული თვისებები :

** ძლიერი ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის გრძობა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 26 აპრილის ჩათვლით ისამართზე: hrproject6@gorgia.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებას!