დიზაინერი მარკეტინგის დეპარტამენტში

11 აპრილი - 24 აპრილი

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. 

"ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.
"ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი".

ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში. 

ჩვენ გთავაზობთ პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას. 

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში. 

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია. 

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე მარკეტინგის დეპარტამენტში. 

ძირითადი მოვალეობები:

** ონლაინ სივრცეში დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობებისათვის საჭირო, გრაფიკული მასალის ვიზუალიზაცია
** ბანერების, ფლაერების, ბუკლეტების, კატალოგების, ჟურნალების დიზაინის შემუშავება/აწყობა
** სარეკლამო ვიზუალური მასალის მომზადება სოციალური მედიისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება 
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება დიზაინერის პოზიციაზე
** სავალდებულოა შემდეგი პროგრამების ცოდნა: Adobe Illustrator, Adobe Photoshop, Indesign 
სასურველია After effect-ის ცოდნა
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა

პიროვნული თვისებები :

** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებული
** განვითარებაზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის გრძობა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 24 აპრილის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject6@gorgia.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებას!