სავაჭრო დარბაზის კონსულტანტი

21 მარტი - 21 აპრილი

"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო დარბაზის კონსულტანტის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სარეალიზაციო პროდუქტის ირგვლივ კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის რეალიზებისთვის გამზადება: პროდუქციის ვადიანობის, ხარისხის, ანოტაციების, ფასმაჩვენებლების შემოწმება და კონტროლი;
** მის კომპეტენციაში შემავალ სექციაში პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა, სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** სასურველია მომხმარებელთან ურთიერთობაში სამუშაო გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. 

გისურვებთ წარმატებას!