"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო დარბაზის კონსულტანტის პოზიციაზე ქ. გორში
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის სარეალიზაციო პროდუქტის ირგვლივ კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის რეალიზებისთვის გამზადება: პროდუქციის ვადიანობის, ხარისხის, ანოტაციების, ფასმაჩვენებლების შემოწმება და კონტროლი;
** მის კომპეტენციაში შემავალ სექციაში პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა, სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** სასურველია მომხმარებელთან ურთიერთობაში სამუშაო გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ "კონსულტანტი".
კონსულტანტი
10 იანვარი -
10 თებერვალი