ფინანსური ანალიტიკოსი

05 ნოემბერი - 19 ნოემბერი

კომპანია "გუდვილი" 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. "გუდვილის" ქსელი წარმოდგენილია თბილისში, გორსა და ბათუმში. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

"გუდვილის" სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. "გუდვილი" თანამშრომლებს სარგებლის მთელ სისტემას სთავაზობს: სამედიცინო დაზღვევა, დამატებითი სწავლების დაფინანსება, ანაზღაურებადი დამატებითი შვებულება, ანაზღაურების ბონუსური სისტემა, პრემია.

ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს, განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე ფინანსურ სამსახურში.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00; შაბათი - 10:00-15:00.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვებისა და წარმოების ანალიზი;
** ყოველდღიური რეპორტები: ფილიალების რეალიზაცია, შედარება, გრაფიკული ანალიზი;
** რეალიზაციის დაყოფა მომწოდებლების წილების მიხედვით და რეპორტინგი;
** გაყიდვებისა და შესყიდვების კვარტლური და ყოველთვიური ანალიზი;
** შეკვეთების დაკმაყოფილების ანალიზი;
** დისტრიბუციის დაბრუნების ანალიზი;
** სააქციო პოზიციების რეალიზაციის ანალიზი;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, სხვადასხვა ფინანსური მაჩვენებლის მიხედვით ანალიზის წარმოება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება ანალიტიკური რეპორტინგების მიმართულებით;
** სამუშაო (პროფესიული) რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** Excel-ის უმაღლეს დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
** Apex-ში, ან 1C-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სხარტი და ანალიტიკური აზროვნების კარგად განვითარებული უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** სატელეფონო ინტერვიუ (ყველა კანდიდატი, რომლის რეზიუმეც მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს);
** პროფესიული ტესტირება (ყველა კანდიდატი, რომელიც გადალახავს სატელეფონო გასაუბრების ეტაპს);
** პირველადი გასაუბრება არმ სამსახურთან (ყველა კანდიდატი, რომელიც გადალახავს ტესტირების ეტაპს);
** საბოლოო გასაუბრება ფინანსურ დირექტორთან ან/და გენერალურ დირექტორთან (საბოლოო ეტაპზე გასული კანდიდატები).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "FIN", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 19 ნოემბერი, 2019 წელი, 24:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!