უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი - საგურამო

17 მაისი - 17 ივნისი

სს "ქართული ლუდის კომპანია", ლუდსახარში ზედაზენი აცხადებს უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის ვაკანსიას.

სს "ქართული ლუდის კომპანია" არის ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც აღჭურვილია ევროპული წარმოების ყველაზე თანამედროვე ტექნიკით.

სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფელი საგურამო.
სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** რეპორტების მომზადებასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება;
** პროგრამის მართვასა და გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების შესრულება.
** საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფინანსური / ბიზნესის ადმინისტრირების / ეკონომიკური განხრით; მაღალი შედეგებით; განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა - Excel;
** სასურველია ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური, რუსული ენების ცოდნა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ძლიერი ლოგიკური, მათემატიკური და ანალიტიკური უნარები;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოსთან ადვილად შეგუების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაცია, ხარისხი და სიზუსტე;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
** პროფესიული განვითარების მოტივაცია. 

ჩვენს კომპანიაში მუშაობის უპირატესობები:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** გუნდური სამუშაო გარემო.
** სავარაუდო ანაზღაურება: 500-დან 1000 ლარამდე (ხელზე ასაღები, კვალიფიკაციის მიხედვით).
** თანამშრომლების პაკეტი, ასევე, მოიცავს ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას, ტრანსპორტირებას დიდუბიდან სამუშაო ადგილამდე (ტრანსპორტირების დრო: 20 წთ).

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე finance@geobeer.ge-ზე. მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად (უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი). მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. აპლიკაციების განხილვა მოხდება რეზიუმეების მიღების პარალელურ რეჟიმში.