თრეიდ მარკეტინგის სუპერვაიზერი

19 აპრილი - 19 მაისი

"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას თრეიდ მარკეტინგის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: წილკანი

"Global Beer Georgia" (GBG) ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა. კომპანია თავად წარმართავს სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. ჩვენი ნაწარმია ლუდი "აისი", "შავი ლომი", "კრუშოვიცე", ლიმონათი "ბერიკა". ასევე, GBG საერთაშორისო ბრენდის - "ჰეინეკენის" ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა. 

ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ მიზნის მიღწევა და კომპანიის განვითარება დამოკიდებულია, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ, დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში. 

ძირითადი მოვალეობები:

** ტრეიდ მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა;
** ტექნიკური სამსახურის (POSM ინსტალატორების) ყოველდღიური საქმიანობის მონიტორინგი და კონტროლი;
** ქსელური მარკეტინგული აქტივობების კონტროლის მიზნით, ხშირი მივლინებები საქართველოს ტერიტორიაზე;
** PICOS სტანდარტის დაცვა და ქსელში მათი აღსრულების მონიტორინგი;
** ყოველთვიური ანგარიშგების წარმოება;
** პრეზენტაციების მომზადება ქსელში განთავსებულ POS მასალების შესახებ;
** შესაკეთებელ მაცივრებზე განაცხადის გაგზავნა და შემდგომი მონიტორინგი;
** დაგეგმილი ღონისძიებების დროს მოლაპარაკებაში მონაწილეობა და ჩართულობა;
** დაგეგმილი პრომო აქციების კონტროლი და მართვა, ფოტო რეპორტის წარმოება საჭიროების შემთხვევაში;
** POS მასალების აღწერების მართვა დადგენილი გრაფიკით და შესაბამისი დავალებების გადანაწილება;
** სარეკლამო მოთხოვნების (ბანერი/ტენტი) კონტროლი და აღსრულება დადგენილი პროცედურის მიხედვით;
** CAPEX-თან დაკავშირებული სისტემური გატარებების მონიტორინგი და შესაბამის დოკუმენტაციასთან დადარება;
** სხვა მიმდინარე საოპერაციო პროცესების მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; 
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@globalbeergeorgia.com ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. 
გისურვებთ წარმატებას!