შრომის უსაფრთხოების მენეჯერი

31 მაისი - 30 ივნისი

"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე წილკანში.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო ადგილი: წილკანი.

"Global Beer Georgia" (GBG) ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა. კომპანია თავად წარმართავს სრულ პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. ჩვენი ნაწარმია ლუდი "აისი", "შავი ლომი", "კრუშოვიცე", "ყაზბეგი", "მირზაანი", "კაიაკი", "ამსტელი", ლიმონათი "ბერიკა". ასევე, GBG საერთაშორისო ბრენდის - "ჰეინეკენის" ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.

ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ მიზნის მიღწევა და კომპანიის განვითარება დამოკიდებულია, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ, დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რეგულარულ მეთვალყურეობა სხვადასხვა (მეტროლოგიის, ხანძარსაწინააღმდეგო, გარემოს დაცვის, სტანდარტიზაციის და სხვ.) ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების დაცვაზე; 
** საფრთხის იდენტიფიცირება;
** ზოგადი შრომითი რისკების შეფასება სტანდარტული ჩეკ-ლისტის დახმარებით სპეციფიკური რისკების შეფასება;
** პერსონალის უსაფრთხოების დაცვის საშუალებების (PPE) არსებობის უზრუნველყოფა მაღალი რისკის ადგილებზე;
** საევაკუაციო გეგმების და თვალსაჩინოებების/პიქტოგრამების (გამაფრთხილებელი ნიშნების) არსებობა საჭირო ადგილებზე;
** სახანძრო უსაფრთხოების ბალონების და სამედიცინო ყუთების მონიტორინგი;
** პერსონალისათვის საფრთხის გამომწვევი მიზეზის შემცირება/პრევენცია;
** საშიშროებების, რისკების და ინციდენტების სისტემატიური ანალიზი;
** თანამშრომლების პირველადი და მიმდინარე ინსტრუქტაჟების ჩატარება;
** საშიშროებების კონტროლის და მონიტორინგის სისტემის შექმნა;
** ინციდენტების რეპორტირება;
** პროცესის მოდელირება;
** გეგმის მიხედვით პროცედურების დანერგვა და პროცედურების დაცვის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება(ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი) სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** 1-დან 2 წლამდე გამოცდილება მსგავს სფეროში; 
** სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** მნიშვნელოვანია კანდიდატი ერკვეოდეს შრომის ახალი კანონში და სხვადასხვა ტექნიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო მოთხოვნებში;
** ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაცია;
** ინსპექტირების ჩატარების ტექნიკის ცოდნა;
** საფრთხის ანალიზის და რისკის შეფასების პროცედურების ცოდნა;
** აუცილებელია უცხო ენების ცოდნა, (განსაკუთრებით ინგლისური)
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com და ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!