ბროკერი

29 აგვისტო - 29 სექტემბერი

"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბროკერის პოზიციაზე.

Global Beer Georgia (GBG) ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა. კომპანია თავად წარმართავს სრულ პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. ჩვენი ნაწარმია ლუდი "აისი", "კაიაკი" "ყაზბეგი" "მირზაანი", "კრუშოვიცე" " "ამსტელი", " შავი ლომი", ასევე, GBG საერთაშორისო ბრენდის- ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა. 

ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ მიზნის მიღწევა და კომპანიის განვითარება დამოკიდებულია, ჩვენი გუნდის პროფესიონალებზე . ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: 

** ტვირთის განბაჟება და საბაჟო ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა პროცედურის შესრულება
** ელექტრონული დეკლარირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მონიტორინგი
** ტვირთების განბაჟება როგორც გეზში , ასევე მნიშვნელოვანია ასიკუდაში მუშაობის გამოცდილება
** საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებთან კომუნიკაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საბაჟოს მიმართულებით;
** სასურველია დიდ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** მნიშვნელოვანია გამოცდილება როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის მიმართულებით;
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** აუცილებელია მართვის მოწმობა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის, დაგეგმვის და ორგანიზების კარგი უნარ-ჩვევები
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

სამუშაო გრაფიკი- თავისუფალი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com ელ. ფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. 

გისურვებთ წარმატებას!