ტურებისა და ავიაბილეთების ოპერატორი

28 მაისი - 28 ივნისი

4 სეზონის კურორტი ქალაქში - "ჯინო ფერედაისი", მომხმარებელთათვის მომსახურეობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, აცხადებს ვაკანსიას ტურებისა და ავიაბილეთების ოპერატორისთანამდებობაზე.

მოთხოვნები:

** ტურიზმის სექტორში გამოცდილება
** სასტუმროს ონლაინ დაჯავშნების სისტემების, GDS სისტემების, ცოდნა, ელექტრონული სამოგზაურო და რეისების დაჯავშნის სისტემების ცოდნა ("ამადეუსი")
** ინგლისური და რუსული ენის თავისუფლად ფლობა; მრავალენოვანება ჩაითვლება უპირატესობად
** გაყიდვების წარმოების კარგი უნარები და კომერციული საკითხების ცოდნა
** ურთიერთობების, კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი
** პირადი ტურისტული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

მოვალეობები:

** ადგილობრივი ტურისტული და სამოგზაურო ადგილების წინასამოგზაურო შესწავლა
** ავიბილეთების, სასტუმროსა და ტურისტული შეთავაზება
** კლიენტებთან ურთიერთობა, მათი საჭიროებების მოგვარება და შესაფერისი გასამგზავრებელი პუნქტის, ტრანსპორტირების სახეობის, ფასებისა და განთავსების პირობების თაობაზე რჩევების მიცემა-შეთავაზება

თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება მოთხოვნილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge 2018 წლის 24 ივნისამდე. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!