სერვისის მენეჯერი

05 აპრილი - 05 მაისი

"Gino Paradise" მულტიფუნქციური, გასართობი - სპორტულ - გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც აკვაპარკს, სპა და ველნეს სივრცეს, ფიტნეს დარბაზს, კვების რამდენიმე ობიექტსა და მინი სასტუმროს აერთიანებს. 

"Gino Paradise" 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, ოთხივე სეზონზე მასპინძლობს დასვენების, გართობისა და გაჯანსაღების მსურველებს. ის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი, ხოლო ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აკვაპარკია. 

"Gino Paradise" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. 9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომსახურების ხარისხის სტანდარტების შემუშავებაში ჩართულობა;
** თანამშრომლებისთვის სერვის ტრენინგის ჩატარება და სუპერვიზირება;
** სერვისის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** შეკვეთების/ჯავშნების მიღება;
** სამზარეულოში შეკვეთების დროული გამზადების, ვიზუალის, გემოს კონტროლი; 
** სანიტარული და ჰიგიენური სტანდარტების შესრულების მონიტორინგი;
** გაყიდვების სტიმულირებაში ჩართულობა;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია, არასტანდარტული სიტუაციების მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ჰორეკას სექტორში
** გამოცდილება სერვის მენეჯერის პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

საჭირო პიროვნული უნარები:

** კარგი კომუნიკაციური უნარები
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლიანობა
** მართვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს: 

** მეგობრულ სამუშაო გარემოს 
** კონკურენტულ ანაზღაურებას 
** დამატებით ბენეფიტებს (კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!