"Gino Paradise" მულტიფუნქციური, გასართობი - სპორტულ - გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც აკვაპარკს, სპა და ველნეს სივრცეს, ფიტნეს დარბაზს, კვების რამდენიმე ობიექტსა და მინი სასტუმროს აერთიანებს.
"Gino Paradise" 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, ოთხივე სეზონზე მასპინძლობს დასვენების, გართობისა და გაჯანსაღების მსურველებს. ის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი, ხოლო ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აკვაპარკია.
"Gino Paradise" აცხადებს ვაკანსიას მასაჟის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი/ სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის შესაბამისად)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სტუმრების კონსულტაცია კომპანიის სერვისებთან და პროდუქტებთან დაკავშირებით
** სტუმრებისთვის სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევა
** სამუშაო ოთახის მოწესრიგება
** დღის განმავლობაში განხორციელებული პროცედურების პროგრამასთან შესაბამისობის კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სხვადასხვა ტიპის მასაჟებისა და პროცედურების ზედმიწევნით ცოდნა
** აუცილებელია მინიმუმ ერთწლიანი შესაბამისი გამოცდილება
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
საჭირო პიროვნული უნარები:
** კარგი კომუნიკაციური უნარები
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლიანობა
** ორგანიზებულობა
** დროის მართვის უნარი
დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით ბენეფიტებს (კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, ფიტნეს დარბაზითა და აუზით სარგებლობის შესაძლებლობა);
განვიხილავთ როგორც ნახევარ, ისე სრულ განაკვეთზე დასაქმების მსურველებს
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
მასაჟის სპეციალისტი
13 მარტი -
13 აპრილი