მარკეტინგის სპეციალისტი

10 აპრილი - 10 მაისი

"Gino Paradise" მულტიფუნქციური, გასართობი - სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც აკვაპარკს, სპა და ველნეს სივრცეს, ფიტნეს დარბაზს, კვების რამდენიმე ობიექტსა და მინი სასტუმროს აერთიანებს. 

"Gino Paradise" 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, ოთხივე სეზონზე მასპინძლობს დასვენების, გართობისა და გაჯანსაღების მსურველებს. ის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი, ხოლო ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აკვაპარკია. 

"Gino Paradise" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. #9
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აკვაპარკის ტერიტორიაზე საპრომოციო აქტივობების დაგეგმვა- განხორციელება; 
** BTL-აქტივობების დაგეგმვა-განხოციელებაში ჩართულობა; 
** სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია; 
** დიზაინერისთვის ვიზუალური მასალის ბრიფის მომზადება; 
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია; 
** მარკეტინგული აქტივობებისთვის საჭირო პრეზენტაციების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/ მარკეტინგის მიმართულებით;
** მარკეტინგის მიმრათულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარები:

** კომუნიკაციის კარგი უნარები- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს: 

** მეგობრულ სამუშაო გარემოს 
** კონკურენტულ ანაზღაურებას 
** დამატებით ბენეფიტებს (კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა).

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!