კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

10 აპრილი - 10 მაისი

"Gino Paradise" მულტიფუნქციური, გასართობი - სპორტულ- გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც  აკვაპარკს, სპა და ველნეს სივრცეს, ფიტნეს დარბაზს, კვების რამდენიმე ობიექტსა და მინი სასტუმროს აერთიანებს.

"Gino Paradise" 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, ოთხივე სეზონზე მასპინძლობს დასვენების, გართობისა და გაჯანსაღების მსურველებს. ის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი, ხოლო ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აკვაპარკია.

"Gino Paradise" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. #9
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კორპორატიული მომხმარებლების მოძიება/მოზიდვა და შესაბამისი ბაზების წარმოება
** კორპორატიულ მომხმარებლებთან ეფექტიანი მოლაპარაკებები;
** ბაზარს  მორგებული სხვადასხვა ტიპის კორპორატიული შეთავაზებების, პაკეტების შექმნა-განახლება;
** კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების, ასევე შეთავაზებების/ პაკეტების პრეზენტირება პარტნიორებთან;
** პარტნიორებთან მუდმივი ეფექტიანი კომუნიკაცია;
** პარტნიორების ლოიალურობის უზრუნველყოფა;  
** შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და მართვა (ხელშეკრულება, ინვოისი და ა.შ.)
** ტურისტულ კომპანიებთან და სასტუმროებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** კორპორატიული სექტორისთვის საჭიროების შემთხვევაში წერტილოვანი საპრომოციო აქტივობების დაგეგმვა-კოორდინირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/ მარკეტინგის მიმართულებით
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (გამოცდილება კორპორატიულ გაყიდვებში ჩაითვლება უპირატესობად)
** სასურველია ჰორეკას სექტორში გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარები:

** კომუნიკაციის კარგი უნარები - მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** პასუხისმგებლიანობა
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით ბენეფიტებს (კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა).

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ  კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge  

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!