ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის უფროსი

04 ნოემბერი - 15 ნოემბერი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" - წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა - აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე.

მოვალეობა/პასუხისმგებლობა:

** სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე ტექნიკური ზედამხედველობა;
** კაპიტალური მშენებლობის გეგმების შესრულების მიმდინარეობის, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის და აგრეთვე, გამოსაყენებელი მასალების, ნაკეთობებისა და კონსტრუქციების ხარისხის კონტროლი;
** ინსტრუქციების, წესებისა და ნორმების მოთხოვნების დაცვა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებისას;
** ტექნიკურ სამუშაოებში დაფიქსირებული დარღვევის გამოვლენა;
** სამუშაო ობიექტებზე რეგულარული ვიზიტების წარმოება და პროცესზე დაკვირვება;
** დარღვევების, გადახრების ოპერატიული აღმოფხვრის ინიცირება შესაბამისი სამსახურების მეშვეობით;
** დაფიქსირებული და აღმოფხვრილი გადახრების შესახებ პერიოდული ანგარიშის მომზადება;
** პერიოდული რეკომენდაციის მომზადება შიდა და გარე შემსრულებლების მუშაობის ხარისხის ასამაღლებლად;
** დამკვეთის სახელით სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებისა და კონტრაქტორი სამშენებლო ორგანიზაციებისგან დასრულებული ობიექტების მიღება-ჩაბარების კონტროლი;
** დასრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისა და ობიექტების ტექნიკური მიღება-ჩაბარება, აუცილებელი ტექნიკური დოკუმენტაციის გაფორმება;
** ავარიების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება განმეორებითი ავარიების თავიდან ასაცილებლად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება სასურველია სამშენებლო, საპროექტო, წყალმომარაგება, წყალარინების მიმართულებით;
** მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველობის სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული დადგენილებები, განკარგულებები, ბრძანებები, მეთოდური და ნორმატიული მასალების ცოდნა;
** სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა;
** დასრულებული ობიექტების მიღება-ჩაბარების წესი და მათი ხარისხის კონტროლის მეთოდების ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული;
** კომპიუტერული პროგრამის MS Office სრულყოფილი ცოდნა;
** შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებული ნორმატიული დოკუმენტებისა და მეთოდური მასალების გამოყენების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არაუგვიანეს 2019 წლის 15 ნოემბრისა. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.