პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

02 აპრილი - 30 აპრილი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (09:00 - 18:00)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ბიზნეს საჭიროებებიდან გამომდინარე პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და პერიოდული განახლება/ცვლილება;
** არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური მხარდაჭერა;
** მონაცემთა ბაზების სტრუქტურის შემუშავება და იმპლემენტაცია;
** ვებ სერვისების შექმნა და საჭიროებების შემთხვევაში ცვლილებების განხორციელება;
** პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა და განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია პროგრამირების დარგში;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** HTML5, CSS3 და JQuery (ან სხვა JS ბიბლიოთეკის) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ASP.NET MVC მაღალ დონეზე ცოდნა;
** "რისფონსივ დიზაინის" გამოცდილება ტაბლეტებსა და სმარტფონებში;
** სამუშაო გამოცდილება პროგრამირების ენებთან: Java, C+ ან C++ ჩაითვლება უპირატესობად;
** მონაცემთა ვიზუალიზაციის (ჩარტინგის) გამოცდილება;
** რელაციურ მონაცემთა ბაზებთან (MSSQL) მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამირების ენა T-SQL ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კოლეგიალური.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2019 წლის 30 აპრილისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.