მოლარე-კონსულტანტი

31 ოქტომბერი - 01 დეკემბერი

ეროვნული მუზეუმის მაღაზია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

დამსაქმებელი: შპს "სანტა ესპერანსა"
სამუშაო ადგილი: თბილისი;
კატეგორია: საქართველოს ეროვნული მუზეუმის მაღაზია;
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, დასვენების დღე ორშაბათი და კვირის ერთი ნებისმიერი სხვა დღე.
სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** მუზეუმის დამთვალიერებლებისთვის მაღაზიაში არსებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და დახმარება;
** მაღაზიაში არსებული ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა;
** მაღაზიაში წიგნებისა და სხვა პროდუქციის განთავსება, შევსება, აღწერა;
** მომარაგების მიღება და დროული განთავსება;
** მაღაზიაში წესრიგის და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა პროცესის ცოდნა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** განათლება ისტორიის ან ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული მეტყველება და აზრის გადმოცემის უნარი;
** ინგლისური ენის B 1 დონე
** რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური, ენერგიული, გაწონასწორებული და თავაზიანი;
** მოსმენის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

თუ გსურთ გაიცნოთ საქართველოს ისტორიით და კულტურით დაინტერესებული ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@santaesperanza.ge დაელოდეთ ჩვენს ზარს. საგანში მიუთითეთ - მუზეუმის მაღაზია.