გერმან. მომხმარებელთან ურთიერთ. სპეციალისტი

11 ნოემბერი - 11 დეკემბერი

"Georgian Service Group 2007", პირველი აუტსორსული კომპანია საქართველოში, თბილისის და ქუთაისის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას გერმანულენოვან მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

მოვალეობები: უცხოელი მომხმარებლების ელ-ფოსტაზე და სატელეფონო ზარებზე პასუხი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გერმანული ენის სრულყოფილად ცოდნა
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** კონკურენტული ანაზღაურება
** პრემირების სისტემა გამოცდილებისა და დამსახურების მიხედვით
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი
** ახალგაზრდა და მოტივირებული გუნდი
** მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმეს ასატვირთად მიჰყვეთ ბმულს: https://cv.gsg.ge/?vacancy=341340075

"Georgian Service Group 2007"
ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 10, თბილისი, 0186