გაყიდვების კონსულტანტი

01 აპრილი - 01 მაისი

"Georgian Service Network" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი

ძირითადი მოთხოვნები:

** არ ვითხოვთ დიპლომებს და სერტიფიკატებს
** არ ვითხოვთ 20 წლიან სამუშაო გამოცდილებას
** ჩვენ გვჭირდება, გაყიდვების პროცესების მიმართ სწორი დამოკიდებულების მქონე და მომხმარებელთან ურთიერთობით დაინტერესებული ტალანტები.
** სასურველია ინგლისურისა და რუსულის ფლობა; კომპიუტერთან მუშაობის და სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office, Internet, e-mail)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი"-ს ოფისში მომხმარებლების დახვედრა და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
** საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და კლიენტისათვის მიწოდება;
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და სერვისების დეტალური შესწავლა და მომხმარებლებისთვის გაცნობა;
** პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტების/სერვისების შეთავაზება/გაყიდვა;
** პოტენციურ კლიენტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება, რაც შეიძლება უშუალოდ არ იყოს წინამდებარე აღწერაში მითითებული, მაგრამ გამომდინარეობდეს პოზიციის მიზნებიდან.

უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** პრეზენტაციის უნარი
** კონფლიქტების მართვის უნარი
** სტრესული სიტუაციებთან გამკლავების უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gsn.ge. მეილის სათაურში მიუთითეთ სახელწოდება "გაყიდვების კონსულტანტი".